“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს.
განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
“გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე ვითარებამდე, როდესაც მის სიცოხლეს ადგა დიდი რისკი, ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში. ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, კოლეგებთან საუბარზე. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი სააკაშვილის მკურნალობისთვის, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ფრთხილები, როცა არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები