ჯანდაცვის ექსპერტის, ნიკა ოქრიაშვილის, ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გაფუჭებულია.
“ჩემი ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებული MRI – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი რამდენიმე თვეა, გაფუჭებულია და არ მუშაობს.“
იგი პოსტზე თაგავს ორ უწყებას:
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს, სადაც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს.
განახლება:
ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ეწვია გორის ჰოსპიტალს, სადაც ერთი საათი დაჰყო და განაცხადა, რომ MRT-ს აპარატი და ყველა სხვა საჭირო აპარატი გამართულად მუშაობს.
კომენტარები