თავდაცვის სამინისტრო გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებით, ინფორმაციას და ვიდეოკადრებს
ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ სამხედრო ჰოსპიტალი სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს.
გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები:
- ზოგადი ქირურგიის განყოფილება
- ტრავმატოლოგიური განყოფილება
- ანესთეზიოლოგიური განყოფილება
- რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილება
- თერაპიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება
- კარდიოლოგიისა და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება
- ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილება
- ინფექციური განყოფილება
- სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება
- ამბულატორიულ-პოლიკლინიკური განყოფილება
- დიაგნოსტიკური განყოფილება
- ცენტრალური ლაბორატორია
- პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი
- სისხლის ბანკი
უწყების ცნობითვე, ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24-საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღება.
კომენტარები