ხულოში გზიდან გადავარდა ავტომანქანა, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
“ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი”,- წერს “ბათუმელები”.
კომენტარები