“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია:
“ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ყოველთვის რაღაც დისტანციას ვიჭერ ხოლმე, როგორც ექიმებთან, ფსიქოთერაპევტთან. პროფესიული როლები გვაიძულებს სხვადასხვა მხრიდან ვუყუროთ მოვლენებს და ’აუ ჩვენ ხო ვმეგობრობთ გამიშუქე’ კატასტროფად მიმაჩნია. ამიტომ რაც არ უნდა სიმპატია მქონდეს დისტანციას ვიჭერ.
ეს 17 დღე რაც მე მათგან ადამიანობა ვნახე. ოპერატორებიც, ჟურნალისტებიც, ყველა არხის თან. თვალებში ვხედავდი წუხილს, მოფრთხილებას, კორექტულობას. როცა შიმშილობის შეწყვეტას ვაცხადებდი, რამდენიმეს დავინახე ხელი წაუცდა ტაშის დაკვრა უნდოდა. გულწრფელად გაუხარდათ.
როგორც ყველა წესი და როლი აუცილებელია, ასევე ზოგჯერ ამ ჩარჩოებიდან გასვლა ძალიან ნაღდი რამეა.
მოკლედ მადლობა ყველა ჟურნალისტს უკლებლივ.”
კომენტარები