ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი:
„რაც შეეხება 23 ნოემბრის მოლოდინებს და მაიდანის დაანონსებას. ეს დღეც, არა “გიორგობად”, არამედ “ვარდების რევოლუციის” წლისთავის საკრალურ თარიღად რომ აქციეს და სააკაშვილი არა გორის ჰოსპიტალში თუ რომელიმე სხვა კლინიკაში გადასაყვანად რომ ჩამოიყვანეს საქართველოში, არამედ მისი სრული განთავისუფლების და ახალი რევოლუციის მოწყობის მიზნით – საკმარისია თუნდაც ეკა ხერხეულიძის ან ნიკა ყიფშიძის განცხადება/აღიარებებს გავეცნოთ ამის თაობაზე.
ამათ თუ ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას “სძინავს” და მათი გეგმების ცალკეული დეტალების ჩაშლაზე არ ზრუნავს – ეგონოთ. აი, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: გუშინწინ შუადღეს, უკრაინიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავით, ქვეყანაში არ შემოუშვეს და იმავე რეისით, უკან გაამგზავრეს უკრაინის რამოდენიმე მოქალაქე, რაზედაც “აღშფოთებულმა” დავით საყვარელიძემ თავის ფეისბუქზე წერილი გამოაქვეყნა.
მან საჯარო ბოდიში მოუხადა ამ ადამიანებს და მათ შორის მოიხსენია პაშა კაშჩუკი, რომელიც როგორც აღნიშნავს საქართველოში რამოდენიმე დღით დასასვენებლად ჩამოფრინდა. როგორც კიევიდან მაცნობეს, პაშა არის სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს უკრაინელ სამხედროებს და მათ შორის, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის “მგლები”ს მებრძოლები.
სნაიპერ პაშას საქართველოში ზუსტად იმ დღეს ჩამოფრენა, რა დღესაც სააკაშვილი გლდანიდან გორში უნდა გადაეყვანათ – უბრალო “დამთხვევად” ხელისუფლება ვერ გაატარებდა. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას – ზედმიწევნით დავიცვათ პატიმარის უსაფრთხოების ზომები – მთავრობა სათანადოთ ეკიდება. ხოლო, კოვზი ნაცარში რომ ჩაეყარათ, თან უკვე მერამდენეთ – ამაზე ყველაზე კარგად დავით საყვარელიძის აღშფოთებული რეაგირება მეტყველებს.“
კომენტარები