დეკანოზი თამაზ ლომიძე:
„ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ყოველთვის პატარა დეტალებშია ჩამალული. მთავარია, რომ ეს დეტალები არ დაგვრჩეს შეუმჩნეველი. ბევრმა აღნიშნა უკვე და მეც, ვნახე თუ არა ეს კადრები, იმწამს თვალსა და ყურში მომხვდა ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც ბევრ რამეს გვეუბნება პრეზიდენტის პიროვნებაზე. კადრები აღწერს მომენტს, როცა მოშიმშილე სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავიდან გლდანის ციხის საავაადმყოფში და იქ მისული პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად არ გადადის სასწრაფო დახმარების მანქანიდან, უკიდურესად აღშფოთებული ჩხუბობს, სიტყვიერ პროტესტს აცხადებს, პუტინის მონებს უწოდებს ბადრაგს და უარს ამბობს საკუთარი ნებით მანქანის დატოვებაზე. სავარაუდოდ მან არც იცის, რომ კამერით იწერენ ამ ყველაფერს. ერთ მომენტში ის ამბობს: “თქვე ნაბ… ნაძირლებო.” თითქმის წამოსცდა: “თქვე ნაბიჭვრებოო”, მაგრამ იმ უკიდურესი აღელვების დროსაც კი, ის სრულად აკონტროლებს საკუთარ საუბარს და სიტყვებს, თავს იკავებს და ამბობს სხვა სიტყვას. ეს პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალი იმ უმძიმესი ჩანაწერიდან, ძალიან ბევრს ამბობს მის პიროვნებაზე და თვისებებზე (გვინახავს პოლიტიკოსები, კამერის წინაც რომ ვერ აკონტროლებენ საკუთარ ენას).
დანარჩენიც ანუ ბოლო 9 წელში მასზე გავრცელებული სხვა უამრავი ჭორი და სისაძაგლეც რამდენად მართალია, ეს კიდევ გამოაშკარავდება ამ უახლოეს მომავალში.
ნუ იქნები მტრის პროპაგანდის ტყვე!“
კომენტარები