ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, დღეს პენსია იქნებოდა 23 ლარი და გაიცემოდა 6 თვეში ერთხელ.
სინათლე გვექნებოდა დღე-ღამეში 9 საათი და ხალხი მოითხოვდა, გრაფიკით მაინც მოგვეცით, რომ შხაპი და სარეცხის დავგეგმოთო.
პატრულის ნაცვლად გვეყოლებოდა ძაღლობა და ღერძულა ხაზის ყოველ უნებლიე გადაკვეთაზე ვიღაც ღიპიან ტიპს გადაუხდიდით 20 ლარს.
ადამიანების გატაცება და დავაზვრატება ისევ ერთერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესი იქნებოდა.
აჭარაში შესასვლელად დაგვჭირდებოდა ვიზა. პანკისში და ჯავახეთში ვერ შევიდოდით.
ბათუმში ყოველი წვიმის მერე ქალაქის ქუჩებში ამოვიდოდა კანალიზაცია.
სიღნაში არაფერი არ მოხდებოდა. არც ანაკლიაში. არც რაბათსა და ახალციხეში.
სვანეთში ტურისტები ვერ ივლიდნენ. იქ ისევ მონათმფლობელი აფრასიძეები ითარეშებდნენ. შესაბამისად, ვერც ბღუჯა ფული ედებოდა ჯიბეში სოფლის ბირჟებზე ქალებს.
ნორჩი წითლები სისტემას არ დაანგრევდნენ, არამედ ნებიერად ჩაანაცვლებდნენ რეზო ამაშუკლებს და ქეთი დოლიძეებს, სისტემის მგზნებარე კრიტიკის ფონზე.
გირგვლიანი, ვაზაგაშვილი და რობაქიძე ცოცხლები იქნებოდნენ .
ასევე ცოცხლები იქნებოდნენ ბარბარე რაფალიანცი, ეროსი კიწმარიშვილი, შალვა თათუხაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზვიად ლაგვილავა, დანელია, უბილავა, ივანაძე, კორტავა, სირაძე და ათასობით სხვა.
ლარის კურსი ამაზე უარესი ალბათ ვერ იქნებოდა.
ივანიშვილისთვის ხეების, ადამიანებისა და ქვეყნის ყიდვა შეუდარებლად იაფი დაჯდებოდა.
ღარიბაშვილისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ის ისეთივე მონად დარჩებოდა, როგორიც დღესაა.
გიორგობას გილოცავ, გველეშაპის ხელში ჩავარდნილო ქვეყანავ!”
კომენტარები