პოლიტიკოსი, გიგი უგულავა “ვარდების რევოლუციას” იხსენებს “ტვ პირველთან” და ამბობს:
“ყველას მინდა ვთხოვო, გაიხსენოს თავისი თავი მაშინ, რამხელა პერსპექტივის, იმედების განცდა ჰქონდა და ამის დაბრუნება შეიძლება, თუ დღეს ჩვენ, იგივენაირად მივუდგებით… ხელისუფლება ცდილობს სიტყვა რევოლუციის კრიმინალიზაცია მოახდინოს და ეს მათი სიბრიყვის, უგუნურების და შიშების ბრალია, რევოლუციამ სამყარო წინ წაწია… სწორედ ვარდების რევოლუციამ გააჩინა პერსპექტივა ამ ქვეყანაში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ვანახეთ, რომ არ შევეგუებით რაღაც ზღვარის იქეთ კორუფციას, დაცინვას, ჩამოძენძილ სახელმწიფოს. ხალხმა თქვა – კმარა! ეს ერთი სიტყვა გამოხატავდა გულისწადილს.
მეორე – გაჩნდა იდეა. ქართული ოცნება, რომ იძახის დაგამთავრებთ, პარტიას ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს კი არ გულისხმობს – იდეის დამთავრებას გულისხმობს.
ზუსტად ახლა გვაქვს შანსი, ახლა რომ საქართველო შემობრუნდეს, ზუსტად ისეთივე პერსპექტივის და იმედების მოლოდინი გაჩნდება… ბევრი თალსაზრისით გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან ჰგავს მაშინდელსაც, განსხვავება ისაა, რომ მაშინ ჩვენ გვეძახდნენ არშემდგარ სახელმწიფოს, დღეს ჩვენ გვიწოდებენ სახელმწიფოს, რომელიც მზარდი ავტორიტარიზმისკენ მიდის.
ბრძოლას აქვს შედეგი და ეს შედეგი ნახა ქართველმა ხალხმა 2003 წლის 23 ნოემბერს. ზურაბ ჟვანია ცოცხალი აღარ არის და სააკაშვილი ციხეშია – მაგრამ ესეც ამ ბრძოლის ნაწილის, ის რომ ციხეშია.
ის 9 წელი არის საქართველოს ხელშესახებ ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. ვარდებს ეკლები აქვს და ამ ეკლებმა შეიძლება ბევრი შეაწუხა, მაგრამ ამ ვარდების ყლორტები ისევ გამოვა.”
კომენტარები