“ენმ”-ის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი, მედიასთან “ვარდების რევოლუციაზე” და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ამბობს:
“ეს ხელისუფლება დგას იმ მონაპოვარზე, რაც მოიტანა იმ ცხრა წელმა, იმ 9 წელში აშენებულ სახელმწიფოზე დგანან, ბაირამობენ, ფულს შოულობენ და კარგად არიან, თვითონ ამას ზემოდან არაფერი შეუქმნიათ, არაფერი დაუშენებიათ, არც ხალხის კეთილდღეობის და ეკონომიკის კუთხით და არც დემოკრატიის განვითარებისკენ კუთხით. მხოლოდ თუ გაუარესეს.
ახლა სხვა გამოწვევები გვაქვს და სხვა იდეების ქვეშ ვერთიანდებით. მიშა რომ გარეთ იქნება, ამას კიდევ უფრო მაგრად შეკრავს, კონსოლიდაციას გაუკეთებს, იქნება მუხტი და არჩევნები იქნება, თუ არაარჩევნები აუცილებლად ჩამოინგრევა, ჩამოიშლება ეს რეჟიმი, როგორც კი მიშა თავისუფლებაზე დადგამს ფეხს და ხალხში გავა.
ეს არის, ერთი მხრივ – რუსეთის უკანა ეზოდ არ გადაქცევის იდეა, მეორე არის – დემოკრატიულობისკენ გადადგმული ნაბიჯები, სასამართლო, მართლმსაჯულება და მესამე – თითოეულ ადამიანს, რომ ჯიბეზე დაეტყოს კეთილდღეობა, ხალხს უნდა ჰქონდეს შემოსავალი. ისე არა, როგორც ღარიბაშვილი იძახის, ხალხს მუშაობა ეზარებაო, ხალხს მუშაობა კი არ ეზარება, იმ ინფლაციის შედეგად, ვეღარაფერს ყიდულობს და არ უღირს უკვე იმ ანაზღაურებაზე მუშაობა. 2004-2005 წლებში 20 ლარზე რომ გადიოდა სამუშაოდ, ახლაც 20 ლარს რომ უხდიან რანაირად გავა და იმუშავებს? აბა, იყო 80 ლარი შემოსავალი, თუ არ გავიდოდა და არ გაიუმჯობესებდა საკუთარი ოჯახის მდგომარეობას, ფუნდამენტურად არ ესმის, რატომ არ მუშაობს ადამიანი. შემოსავალია ცოტა და რატომაა შემოსავალი ცოტა, იმიტომ რომ ეკონომიკა არ იზრდება.”
კომენტარები