შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
ქეთევან წამებულის 50 ნომერში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება დღეს, 23 ნოემბერს სცადეს, თუმცა პოლიციამ ერთი პირი მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები