იტალიური ავტოკონცერნი Ferrari ორიკვირით ავტომობილების წარმოებას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება მათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
Ferrari-ს ქარხნები მარანელოსა და მოდენაში 27 მარტამდე დაიხურა. კომპანიის 4 ათას თანამშრომელს გაცდენილ სამუშაო დღეებს აუნაზღაურებენ.
კომენტარები