სოლიდარობის სახლი ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორ ჩამოაგდეს გუშინ ბებო ტრანსპორტიდან.
„ბებო ტრანსპორტიდან ჩამოაგდეს!.. გუშინ, საღამოს, სიმღერებით ნამოწყალევი ფულით ნაყიდი ლუკმა-პურით გახარებული ციალა ბებო, N 43 მიკროავტობუსიდან მძღოლმა ჩამოაგდო, შენ ავად ხარ და არ წაგიყვანო. ბევრი ეხვეწა ბებომ, არ ვარ ავად, არაფერი დაავადება არ მჭირსო, მაგრამ მძღოლმა არ დაუჯერა, თავისი გაიტანა და ბებო ქუჩაში ჩამოაგდო. ბებო ტიროდა, ტიროდა და ევედრებოდა, მაგრამ გულქვა ადამიანს რას შეასმენდა. მგზავრები გამოესარჩლნენ, თუმცა, ამ უგუნურმა მაინც არ დაინდო ბებო. თურმე, ერთი ბავშვი მიშველებია და ასლუკუნებული ბებო ავტობუსამდე მიუცილებია!.. ბებოს ვკითხე, რატომ იფიქრა მძღოლმა, რომ ავად იყავი, ახველებდი თუ აცემინებდი- თქო? მიპასუხა, ცხვირი მოვიწმინდე, სხვა არაფერი და ამაზე ატეხა ერთი ამბავიო…. ხალხნო, გასაგებია, რომ ყველას გვეშინია ვირუსის, მაგრამ ადამიანის მიმართ ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება, მხოლოდ მდაბიოს შეუძლია!“ – წერს სოლიდარობის სახლი თავის ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარები