ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მონახულების შემდეგ აცხადებს:
:”პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. მაშინ, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.
ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძაან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის. ესე არ შეიძლება რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ.
მას ეხლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, პრაქტიკულად ვერ ხედავს.
მე არ ვიქნები წინააღმდეგი , რომ ვთქვათ, ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში, ნახოს. ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია, ოჯახის წევრიც ოჯახის წევრია…ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან”
კომენტარები