2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
გიორგი კაკაურიძის (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე) ინფორმაციით, მიმდინარე წელს ასიგნებები 60 მლნ. იზრდება თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების დაფინანსებას მოხმარდება.
სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეფასებით, თავდაცვის ძალები ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია და შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას.
წყარო – პარლამენტის პრესსამსახური
კომენტარები