პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე, პოლიტიკოსს მამუკა ხაზარაძის ინიციატვას ეხმაურება და წერს:
“ისევ ეს ლუსტრაციის კანონი. კარგით რა ხალხო.
1990 წლის ზაფხულში წაიღეს სუკის არქივები მოსკოვში.
მოსკოვმა რომც მოგცეთ დაშვება რას ნახავთ ისეთს იქ?
30 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სუკი აღარ არსებობს, ვინღაა ნეტავ ცოცხალი სუკის აგენტებიდან და თუ ცოცხალია რამე გავლენა აქვს პოლიტიკაზე?”
შეგახსენებთ, “ლელოს” ლიდერი, ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, მოხდება:
“1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.
2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.
3. “ლუსტრაციის კანონი” – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება – მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად.”
კომენტარები