პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს.
როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, ის პოლიტიკურ საქმიანობას დაახლოებით ერთ კვირაში დაუბრუნდება.
“მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
Vakho Kaloiani ის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა. New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი”, – წერს ხოშტარია.
კომენტარები