ირინე გოგოსაშვილი, „ალია“
დასრულდა ,,კავკასიური დიალოგი”-2021, რომელიც ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში 21-25 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში გაიმართა!
,,ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე…
– ჩვენმა მასპინძლებმა შესაშური კავკასიური სტუმართმოყვარეობის დემონსტრირების გარდა შესანიშნავი ორგანიზატორული თვისებები და საქმიანი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ყველა პირობა გაითვალისწინეს, ფორმალური და არაფორმალური შეხვედრებისთვის, სასარგებლო კონტაქტების განსამტკიცებლად, დიალოგის გასაღრმავებლად და მისთვის შემდგომში ძლიერი პოლიტიკური მუხტის მისანიჭებლად!
ფორუმზე, ანდრეი გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით რეგიონის ქვეყნებიდან (რუსეთი, თურქეთი, ირანი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) განხილულ იქნა კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და მათი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე, რომლის კონტექსტში, ცალკე პანელებად დაიყო ხედვები რუსეთ-თურქეთ-ირანსა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით!
განხილულ იქნა დახშული სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესაძლებლობები და ამით გამოვლენილი რეგიონული მასშტაბის ეკონომიკური ეფექტები.
რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შექმნის იდეა, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგისთვის გამოწვევას წარმოადგენს, კვლავაც აქტუალური განხილვის საგნად რჩება, რადგან მშვიდობიანი კავკასიის იდეის ხორცხშესხმამ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში!
– როგორც მახსოვს, გასული წლებში ამ ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ აფხაზი და ოსი ექსპერტებიც, ხომ?
– კი ბატონო, მაგრამ წელს არ მოუწვევიათ….
– საინტერესოა, ფორუმზე თუ იქნა განხოლული 3+3 ,,კავკასიური პლატფორმის“ შექმნისა და მისი შესაძლო ეკონომიკური პერსპექტივების საკითხიი?
– რასაკვირველია მოვისმინეთ ექსპერტთა ძალიან საინტერესო ხედვები ამ მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს როლი ამ პლატფორმაში არამხოლოდ ეკონომიკური კუთხითაა საინტერესო…..
– გროზნოს ფორუმის პარალელურად სტამბულს სტუმრობდა აფხაზთა დელეგაცია, რომლებმაც თურქეთის მთავრობას როგორც 3+3 ფორმატის ინიციატორებს, მიმართეს და მოუწოდეს 3+4 ფორმატით გაზარდონ ,,კავკასიური პლატფორმა“ და თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართვერლოს გვერდით-აფხაზეთის რესპუბლიკაც ჩართონ! საინტერესოა ისიც, რომ გროზნოს ფორუმზე არც ოსი და არც აფხაზი ექსპერტები წელს არ მიუწვევიათ და ეს ირიბად ხომ არ მიანიშნებს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა დათმობაზე წამოვიდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით?
– ცნობილია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია! წინ ბევრი სამუშაოა ამ თვალსაზრისით და სრულებითაც არ გამოვრიცხავ იმას რომ სწორედ ნატო და ევროკავშირი აღმოჩნდნენ ინიციატორები, ამ მიმართულებით დარეგულირდეს ვითარება! აქვე მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაციაც გაგიზიაროთ. გროზნოში მიმდინარე ფორუმის კვალდაკვალ, 24 ნოემბერს, მეზობელ დაღესტანში, მის დედაქალაქ მახაჭყალაში დაფუძნდა დავით გურამიშვილისა და რასულ გამზათოვის სახელობის “საქართველოს მეგობართა” სახალხო დიპლომატიის ასოციაცია, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია, ვინაიდან კიდევ უფრო განამტკიცებს კავკასიური სოლიდარობისა და კონსოლიდაციის იდეას! მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი დაღესტნელი კოლეგების მისამართით და ვუსურვო მათ წარმატებები შემოქმედებით ასპარეზზე. ველით მათ თბილისში!
კომენტარები