„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანმა, კობა ნაყოფიამ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა, მედიასთან განაცხადა:
„ნამდვილად ისტორიული პროცესი იყო გუშინდელი პროცესი, მიხეილ სააკაშვილს 2 თვის განმავლობაში პირველად მიეცა საშუალება, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონოდა. ეშინოდათ მისი ხმის, ეშინოდათ მისი წერილების, ტელეფონის ზარების, ფანჯრიდან გადმოხედვის, ეს ყველას გვახსოვს და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას რომ მიეცა შესაძლებლობა გუშინ, რომ მას პირდაპირ ესაუბრა და ელაპარაკა ქართველ ხალხთან და საქართველოს საზოგადოებასთან, ეს ნამდვილად ისტორიული ფაქტია.
სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ ადამიანს, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ასამართლებს ივანიშვილის სასამართლო.
ძალიან კარგად ახსნა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, მან თქვა, რომ შეცდომები, შეიძლება ყველას ჰქონდეს, ვინც არ მუშაობს, მხოლოდ ის არ უშვებს შეცდომებს, მან თქვა, რომ შეიძლება ყოფილიყო გადაცდომები, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილა დამნაშავე და აი ეს არის აქ ყველაზე მთავარი.
ჩემთვის საინტერესო იყო რას იტყოდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ყოველ დღე, ამ ქვეყანაში ქმნის დღის წესრიგს, დღეს პრაქტიკულად, რეალურად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას. ქვეყანა არის ამ რეჟიმისგან გასათავისუფლებელი და ზუსტად ამ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში არის და იქნება მიხეილ სააკაშვილი.”
კომენტარები