პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, მედიასთან განაცხადა:
“ჩვენ ვნახეთ, რომ 5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმა გამოუძიებელი და დაუსჯელი დარჩა. დიდი ხანია, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სამიზნე არის დამოუკიდებელი მედია. ვნახეთ, როგორ განახორციელა სადამსჯელო ოპერაცია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხის“ წინააღმდეგ. ვნახეთ მუქარა პროკურატურის მხრიდან “ტვ პირველის“ წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ხელისუფლების შემდგომი სამიზნე, პირველ რიგში, დამოუკიდებელი მედიაა, რადგან მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელი პრესა მათ არ აძლევს შესაძლებლობას ქართული სახელმწიფო ბოლომდე კომფორტულად მიიტაცონ”
კომენტარები