მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებას კვლავ მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, თქმით, სააკაშვილი მოქალაქეებს შეკრებისკენ 2 დეკემბერს, მომდევნო სასამართლო პროცესის დღესაც, მოუწოდებს.
სააკაშვილის ადვოკატი:
იუსტიციის მინისტრს გაუკეთებია განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანილი იქნება N 18-ე დაწესებულებაში. ეს არის, ბუნებრივია, მუქარა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სასამართლო პროცესზე საკმაოდ კარგად გამოვიდა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით აგრძელებს მკურნალობას. მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, არ ემორჩილება ამ მუქარას. მისი მოწოდება ქართველი ხალხისადმი იქნება ის, რომ მათ შორის 2 დეკემბერსაც მშვიდობიანად გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა.
შეგახსენებთ, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ სასამართლო პროცესების პარალალურად კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა, ხელისუფლება პრეზიდენტს გორის ჰოპიტალიდან ისევ მე-18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებს.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტი 6 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს გამო უნდა გაასამართლონ.
კომენტარები