ავსტრიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო, სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.
ინფორმაციას Die Presse ავრცელებს.
მედიის ცნობით, პროექტის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში წესდება ჯარიმა 3600 ევროს ოდენობით ან 4-თვიანი პატიმრობა, თუ პირი ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის.
თუ პირი ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ, ხელისუფლების ორ შეტყობინებას უგულებელყოფს, მას უკვე 7200 ევროს ოდენობის ჯარიმა ექნება გადასახდელი.
გამონაკლისს შეადგენენ ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ვაქცინაციის საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს და 12 წლამდე მოზარდები.
კანონპროექტის ამოქმედებისთვის ავსტრიის პარლამენტის ორივე პალატის მიერ დამტკიცებაა საჭირო. დაამტკიცებს, თუ არა, მას პარლამენტის ორივე პალატა, წესით, ეს დეკემბერში უნდა გამოჩნდეს.
კომენტარები