ზაზა სარალიძე, “ტვ პირველის” ეთერში, განმარტავს, რატომ დაწერა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის სალანძღავი და საგინებელი პოსტები და აცხადებს, რომ ამ წერილებს მუქარა მოჰყვა:
“დღესაც დავასაფლავე კიდევ ერთი ჩემი ბიძა, გამზრდელი ბიძა. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარბაშვილის პასუხისმგებლობა, ამას ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი, როდესაც ოჯახში ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ოჯახის უფროსია პასუხისმგებელი. ძალიან ბევრი ადამიანი დამეღუპა, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება და იმის მაგივრად, რომ ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცეები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცეებით მემუქრებიან. ესენი სულ ყველა არიან არანორმალურები.”
კომენტარები