ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე “ტვ პირველთან” საუბრობს:
“ზვიად ფხაკაძე, რომელიც იყო ამ საქმის პროკურორი, რომელმაც ყველაზე მეტი იცის ამ საქმეში, როდის რა მოხდა, ის დღემდე განყოფილებას ხელმძღვანელობს პროკურატურაში და არავინ შეხებია, მაშინ, როცა ყველა გვეუბნებოდა, რომ აი თუ სხვანაირად გამოვიდა ეს საქმე და არა ისე როგორც ვამბობდით, მაშინ გამოვა, რომ მართლა მიუძღვით ამათ ბრალი. ხომ დადასტრდა ზაზა სარალიძის სიტყვები?
გარდა იმისა, რომ შვილი მოუკლეს, მას ყველამ ხელი შეაწმინდა. ჯერ დათუნა გამოჰყავდათ სავარაუდო მოძალადედ, საშინელებები გაავრცელეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან საგამოძიებო კომისიამ გამოითხოვა სკოლიდან დოკუმენტაცია და გაასაჯაროა.
ზაზას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შეხვედრის ვიდეოს გავრცელებაზე მინდა ვთქვა, ვიდეოს გავრცელება მოჰყვა იმ პოსტს, რაც ზაზამ დადო პრემიერის მისამართით, სადაც ღარიბაშვილს აგინებდა ზაზა. სარალიძეს პირად შეტყობინებებად მისდიოდა მუქარები. მართალია, ზაზას პოსტი იყო ღარიბაშვილის მისამართით, მაგრამ მას, როგორც თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება.
ღარიბაშვილს თავად არ ჰქონია სარალიძესთან კომუნიკაცია. ღარიბაშვილის საახლობლო წრე, რომ ზაზა სარალიძის ასეთ შეტყობინებებს უგზავნიდა… ალექსანდრე თამაზაშვილი, მაგალითად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი ცოლისძმაა, აქ არის გინება, შეურაცხყოფა… (ადვოკატი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ამბობენ, რომ იმდენად საშინელი სიტყვები წერია ამ გზავნილში,რომ ვერ წაიკითხავენ საჯაროდ)
კიდევ სხვა მესიჯებია, ამჯერად, უცნობი პირისგან, სადაც მოკვლით და კისრის გადაჭრით ემუქრებიან… ჩემთვის როდესაც ცნობილი გახდა ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის პოსტი, მივმართე პროკურატურას… ეს სქრინებიც მივუტანეთ პროკურატურას. იქნებ ვინმეს გააჩნია მართლაც მტკიცებულება, რომ ამ ადამიანს კონვერტით მართლაც ფული გადასცა ხოჯევანიშვილმა? ჩვენ ვითხოვთ ამ საქმის დეტალურ გამოძიებას და თუ ვინმეს რამე მტკიცებულება გააჩნია, ვთხოვთ, მიმართონ პროკურატურას. აქ არის ფარული თვალთვალი, ხო? ვიღაცამ ეს კადრები ხომ ჩაიწერა? მუქარები, რაც გავრცელდა, ასევე.”
კომენტარები