ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ივანე ჩხაიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე.
გიორგი ფხაკაძე:
“სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ….
ოღონდ, მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ…
ისე, ჩანს, მუდმივი მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელა და არ არის სეზონური “გრიპი”. (ვინ არის ეს ხალხი, ხომ არ იცით?!)
არაერთხელ ვთქვი:
ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია- ეს არის დანაშაული
დღემდე ბევრს სჯერა, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები – “ექსპერიმენტულია” (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამონათვალში). ფაიზერი უკვე მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოდან ყველა ავტორიზაცია
მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია “მოიპოვოს”, ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე.
არ შეიძლება ასე…. არ შეიძლება ასე გაგრძელება. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველა თავის კუთვნილ ადგილზე უნდა იყოს
არაპროფესიონალიზმი კლავს
ბატონო George Kavkasidze სრულიად გეთანხმებით.”
შეგახსენებთ, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე, წერს, “ალბათ მუდმივი მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ” და სწორედ მის ამ ფრაზას ეთანხმება და იყენებს თავის პოსტში გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები