პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი “ტვ პირველის” ცნობით, ადასტურებს, რომ მისმა შვილმა ზაზა სარალიძეს აგინა და ოჯახის გაღიზიანება პრემიერ ღარიბაშვილის გინებამ გამოიწვია.
თამაზ თამაზაშვილი:
“მე ვიცი, რომ აგინა ოჯახი და ალბათ, ამანაც. ეს ის მიმოწერაა… ? თუ ნახეთ, რაღა გინდათ?
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დიმიტრი ხუმარაშვილი, კიდევ ერთი ის პირია, რომელმაც ზაზა სარალიძეს ასევე მიაყენა შუერაცხყოფა.
შეურაცხყოფა და მუქარის შემცველი გზვანილები, ზაზა სარალიძემ, მისივე თქმით, მას შემდეგ მიიღო, რაც არსებული კოვიდსიტუაციის და უამრავი ადამიანის დაღუპვის გამო პრემიერი აკრიტიკა და აგინდა. ამის შემდეგ, გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ხვდება, გავრცელდა მესიჯბოქსი, რომ ზაზა სარალიძე გამყიდველია და დამატებით, როგორც “ტვ პირველთან” ჰყვება, იღებდა მუქარის და შეურაცხყოფის შემცველ წერილებს. იგი ამბობს იმასაც, რომ ყველა დოკუმენტი მიაწოდა საგამოძიებო უწყებებს, თუმცა, ისინი არც კი შეხმიანებიან.
დაიბარებენ თუ არა პრემიერს და მის ოჯახს დაკითხვაზე? გამოუწერენ, თუ არა პრემიერს და მის ოჯახს შემაკავებელ ორდერს? თუ დამტიცდა, რომ მუქარის შემცველი გზავნილებიც ზაზა სარალიძეს პრემიერის გარემოცვიდან მისდიოდა და პირადად იყო საქმის კურსში, წაუყენებენ, თუ არა ბრალს? – ეს ის კითხვებია, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს.
კომენტარები