ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობშია”-ს ლიდერი, დავით ქაცარავა, ავრცელებს რუკის ფოტოს და წერს:
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა თბილისში მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული მალხაზ ჯანელიძე, რომელიც თითქოს ოკუპირებული სოფელ ვანელის მიმდებარედ იმყოფებოდა.
როგორც რუკაზე ხედავთ, სოფელი ვანელი მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში და მოშორებულია ოკუპაციის ხაზს.
ძალზედ უცნაური გატაცებაა, ყველანაირ ლოგიკას მოკლებული.
ვცდილობთ გავერკვიოთ.”
კომენტარები