კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება. შეზღუდვა არ ეხება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებიან. სიახლე სატვირთო გადაზიდვებზეც არ გავრცელდება.
რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვის პარალელურად, აბაშიძე-კარასინის ე.წ. პრაღის ფორმატში 20 მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრაც გადაიდო.
გარდა ამისა, სარფის საბაჟოზე მიმოსვლა მგზავრებისათვის დროებით შეიზღუდა. ფიზიკური პირებისთვის სარფის საკონტროლო პუნქტი ჩაიკეტა.მიზეზი კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციაა. შეზღუდვა არ ვრცელდება სატრანზიტო მიმოსვლაზე.
კოვიდ 19- ის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოსი ამ დროისთვის, 33 შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსის დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა. ეს ვირუსის თბილისს გარეთ გამოვლენის პირველი შემთხვევაა.
კომენტარები