თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.
მისი თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევები მათ კლინიკაში მიდის. „ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ჩეხეთის მოქალაქეებზე არ არის დასტური მიღებული დაავადებაზე“- განაცხადა ეზუგბაიამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გუდაურში მდებარე რესტორანმა „მთვრალი ალუბლი“ Facebook-ზე თავის ვებგვერდზე დაწერა.
„ძვირფასო სტუმრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში Mtvrali Alubali . Drunk Cherry
ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას. ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება“- წერია რესტორნის ვებგვერდზე.
კომენტარები