“ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“ოპოზიცია პარლამენტიდან თუ ახლაც არ გამოვა, გამოდის, რომ ცვლილებებისთვის კი არ იბრძვიან, ასე „ოცნებასთან“ შეხმატკბილებულები აპირებენ ხალხის მოტყებას 2024 წლამდე.
აბა, თუ მართლა თვლიან, რომ ივანიშვილის გაყალბებული და მოპარული პარლამენტია, მაშინ რას სხედან იქ?!
ან თუ შესვლას აპირებდნენ, მაშინ მეორე ტურებში მიეღოთ მონაწილეობა, უმრავლესობა მაინც ხომ არ ეყოლებოდა „ოცნებას“?!
მოკლედ, მარტო სასამართლოსთან ძიძგილაობა საქმეს ვერ უშველის.
“ნაციონალური მოძრაობა” მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ამ შემთხვევაში და უნდა დათმონ თბილი კაბინეტები.
სხვა შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ მართლა უნდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები…
თუ არა და, ისხდნენ იქ და 2024 წლამდე კი არა, 2030 წლამდე გაუხანგრძლივონ მანდატი ამ პარლამენტს და თავის თავს, კობახიძეებს კი ძალაუფლება.”
კომენტარები