კორონავირუსზე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ადრე თუ დაავადების გავრცელება გამოხატული სიმპტომების- სიცხის, ხველების, გართულებული სუნთქვის ფონზე ხდებოდა, ახლა იგი შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მასაჩუსეტში კოვიდ 19-ის ვირუსით დაინფიცირებულ 82 ადამიანს სიმპტომები საერთდ არ აღმოაჩნდა. მეცნიერთა თქმით, მსგავსი სიტუაციების დროს ათასობით შესაძლოა, გაიზარდოს იდაავადებულთა რიცხვი, რადგან დასნეულებული პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არ იმყოფებიან, რის გამოც უფრო თამამად გადაადგილდებიან და მათთვის გაუცნობიერებლად აავადებენ სხვებსაც.
კომენტარები