დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა. მას 72 წელი შეუსრულდა. თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს არის დაბადებული. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნევა
ასევე სამედიცინო სფეროშია მისი მეუღლე – ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.
თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.
თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.
თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.
კომენტარები