აშშ-ში შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის ტესტირებაც დღეს ვაშინგტონში იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს
შესაძლო გვერდითი მოვლენების დადგენის მიზნით ვაქცინას 45 წლის ჯანმრთელ ადამიანზე გამოცდიან. მეცნიერების მტკიცებით, ინფიცირებული პაციენტებისთვის მედიკამენტის დასამზადებლად 8-12 თვეა საჭირო.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები აშშ-ის 49 შტატში დაფიქსირდა. საერთო ჯამში ინფიცირებულია 3485 ადამიანი, მათგან 65 გარდაიცვალა.
კომენტარები