მკვლელობა თბილისში – სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს.
გამოძიება 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიახვის ქუჩაზე მოზარდს 10-მდე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ახლოს მოკლულის, დ.კ.-ს დედა მუშაობდა და მოზარდი მასთან იყო მისული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია
კომენტარები