მედიის საკითხებში პარალმენტის თავმჯდომარის მრჩეველი, ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„პოსტი მათთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.
რას შეცვლის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
ფაქტია, კანონით განსაზღვრული ბევრი შეზღუდვა მთავრობამ უკვე დააწესა.
კანონში დარჩა მხოლოდ რამდენიმე მუხლი და ესენია:
მუხლი 4
დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე.
თ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები;
მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;
რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;
მუხლი 9
საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
მუხლი 12
საქართველოს პარლამენტს ენიჭება უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.“
კომენტარები