ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მედიასთან ამბობს:
“აშშ-ს, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ ოლიმპიური პლატფორმის პოლიტიკური მანუპულაციისთვის გამოყენება არაპოპულარულია და თვითიზოლაციიას იწვევს. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს თავისი შეცდომების გამო”
შეგახსენებთ, აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და კანადა მთავრობის წარმომადგენლებს ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არ გზავნიან.
როდესაც დიპლომატიური ბოიკოტის შესახებ აშშ-მ გამოაცხადა, ჩინეთის საელჩომ მას ასე უპასუხა: “არავის ადარდებს, მოვა თუ არა ეს ხალხი პეკინის ოლიმპიადაზე”.
ცნობისთვის, ეს მხოლოდ დიპლომატიური ბოიკოტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნების პოლიტიკური წარმომადგენლები არ დაესწრებიან ოლიმპიადას, თორემ ამ ქვეყნების სპორტსმენები ჩვეულებრივ მონაწილეობენ.
კომენტარები