წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა. “მთავარ არხთან” ამბობს:
“ის ბიუჯეტი, რომელიც დაგვიბრუნდა მერიაში საკრებულოდან, გულისხმობდა ჩინოვნიკების, პარტიული პირების ხელფასის ზრდას ნახტომისებურად. გაგკვირდებათ და ეს გულისხმობს 100-1500 ლარის ხელფასის ნამატს, თუმცა, სხვა ადამიანები, ხელოვნების სფეროს მუშაკები მაგალითად, 280-300 ლარზე მუშაობენ. წალენჯიხის მერის ხელფასის გაზრდა დაგეგმილი იყო 4500 ლარამდე, 2 000 ლარით, ეს ნიშნავს სრულ მოწყვეტას საკუთარი მოსახლეობისგან. ამ ნაწილში, ამის ეკონომიის ნაწილში, რაც ქართულმა ოცნებამ შემოგვთავაზა, ჩვენ ვაპირებთ ამ თანხების გადანაწილებას იმ ადამიანებზე, ვისზეც დგას რაიონი, ზოგი სკოლამდელი აღზრდის სახლებში მუშაობს, ზოგი ქუჩაში დგას და გვის და ა.შ. მათ საშუალოდ 70 ლარით მაინც გაეზრდებათ ბიუჯეტი. ახლა ვეუბნები გახარიას პარტიას, დაგიდგათ არჩევანის მომენტი, ან ვდგავართ ოცნების – კორუფციული გონის გასაძლიერებლად, ან ჩვენი წალენხიჯის ხედვების გზის სიარულის.”
შეგახსენებთ, სწორედ იმიტომ, რომ “ოცნება”-ს და “ენმ”-ს უმეტესად თითქმის თანაბარი დეპუტატები ჰყავს და გახარიას პარტიის დეპუტატების ხმა, გადამწყვეტია, ნიკა მელიამ და “ენმ”-მა გახარიას პარტიის წევრებს საკრებულოების თავმჯდომარეობა შესთავაზეს.
კომენტარები