ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კოლეგებს და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის კუთხით, მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.
ტიკარაძის თქმით, ის მუშაობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს:
“მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები” – ამბობს ტიკარაძე.
ვიდეო – მთავარი
კომენტარები