უკვე ერთი კვირაა დედაქალაქის ქუჩებში უჩვეულოდ გაფორმებული ავტომობილი გადაადგილდება.
მისი მფლობელი სოფიო ლავადნაიაა, რომელმაც ავტომობილი საახალწლო განწყობის შესაქმნელად მორთო.
როგორც სოფიო სოციალურ ქსელში წერს, მისი ავტომობილი შეუმჩნეველი არც პატრულის თანამშრომლებს დარჩენიათ, რის გამოც ის გააჩერეს.
“წუხელ სამსახურიდან ვბრუნდები, ძლივს საშინელ საცობს გამოვცდი, ცოტა შეთხელდნენ მანქანები, თან ძალიან მეძინება, თან რაღაცნაირად დაღლილი ვარ და ვხედავ პატრული ამეკიდა, “ჰონდა გააჩერე, ჰონდააა!” აუ მეთქი ესენიღა მაკლდნენ… გავაჩერე, გადმოდის პატრული, მეუბნება რომ მივცე მართვის მოწმობა, ვხედავ გადმოდის მეორეც, ვაჰ მეთქი რა მივქარე ასეთი… დახედა მოწმობას, მიწვდის ორ ცალ მანდარინს და მეუბნება, “ქალბატონო სოფიო, ამოსვით ეგ თოვლის ბაბუა საბარგულიდან, საჩუქრებს ველოდებით!” ძალიან გამახალისეს, მეორე მეკითხება, ნებით გიზის საბარგულში თუ ძალა იხმარეო. მოკლედ ბევრი ვიცინეთ, მანდარინიც მაჭამეს და გამომიშვეს. ძაან გამიხალისეს საღამო. ვინც არ იცით რა თოვლის ბაბუაზე და საბარგულზეა საუბარი, ფოტოს დავატან ქვევით”, – წერს სოფიო ლავადნაია სოციალურ ქსელში.
კომენტარები