ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც თანამდებობა გუშინ 9 დეკემბერს დატოვა, ამბობს რომ ადამიანი, რომელიც ერთ თანამდებობზე სამი წელი მუშაობს განვითარებას ნაკლებად ახერხებს ის დარგიც ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და თანამდებობდა დატოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა „ქრონიკაში” ისაუბრა.
„მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე მნიშვნელოვანია ამ დარგისა განვითარებისთვის მოხდეს გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება, მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები