რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს და ვინ ვის უნდა ჩაუკეტოს საზღვარი კიდევ საკითხავია, – ასე გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის მიერ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას. მისივე თქმით, ბელარუსში მშვიდი სიტუაციაა, ხოლო რუსეთში კი კორონავირუსი მძვინვარებს.
„იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ რუსეთმა საზღვარი ჩაუკეტა ბელარუსს. რუსეთში ვირუსი მძვინვარებს. ასე რომ, ვინ ვის უნდა ჩაუკეტოს საზღვარი, ეს რიტორიკული კითხვაა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა.
რუსეთში ბელარუსის მოქალაქეების დროებით აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.
კომენტარები