ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს),
ანუ აშშ-ს მთავარმა ბანკმა, საკვანძო განაკვეთი ნულის ტოლი გახადა…
(სინამდვილეში, ფსს ორ საპროცენტო განაკვეთს ადგენს, მაგრამ ახლა ამის გარჩევას არ დავიწყებ)… ერთ-ერთი განაკვეთი შეიძლება მივუახლოვოთ იმას, რასაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჰქვია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ტერმინოლოგიით!
ფსს-მ განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას კორონავირისის ყველა ეკონომიკური შედეგის მინიმიზაციისათვის და უბრუნდება ე.წ. რაოდენობითი შერბილების პოლიტიკას, ანუ შეისყიდის ფასიან ქაღალდებს 700 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით…
სსფ აცხადებს რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკულმა შინამეურნეობებმა (ანუ ოჯახებმა) და ფირმებმა გადაიტანონ ეს მძიმე მდგომარეობა მინიმალური დანაკარგებით!..
ჰოდა, ახლა სებ-ს და კიდევ ვიღაცეებს მივმართავ:
არ ერევით ხომ ეკონომიკაში და ფინანსებში და ბაზარი არეგულირებს ხომ ყველაფერს?!
ვააჰ, თქვე ფალოსოსტიპებო!
ამერიკელები არიან სოციალისტები და თქვენ ხართ “დასავლური საბაზრო ეკონომიკის” მხარდამჭერები და მებაირახტრეები, ხომ?!
უკვე მეცინება თქვენს სისულელეებზე!!!
ამ დროს ბანკებს მაყუთს აკეთებინებთ!…
ბარაქალა, თქვე სიმონებო!“
კომენტარები