„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია:
„დღეს შევხვდი საზოგადოების წარმომადგენლებს, სხვადასხვა პროფესიის, პოზიციის, გემოვნების და ა. შ ხალხს. ცხადია ჯერ მხოლოდ ნაწილს.
ძალიან მინდოდა გულწრფელად გვესაუბრა სიტუაციაზე და მომავალზე. დაგვენახა ერთმანეთი, მოგვესმინა ერთმანეთისთვის.
კიდევ უფრო ფართო სპექტრი უნდა შევიკრიბოთ და რაღაც ფუნდამენტურ ამოცანებზე ვცადოთ შეთანხმება.
მე ვისაუბრე პოლიტიკურ დევნაზე, მოსალოდნელ დაჭერებზე, სააკაშვილზე, მის მდგომარეობაზე, უფლებებზე, პოლარიზაციაზე, სისტემასთან ბრძოლაზე.
მოვისმინე კრიტიკა, მოლოდინები, უკმაყოფილებაც, მონდომება, კონკრეტული რჩევა ბევრი მინართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფაქტებზეც და ბრძოლის ფორმებზეც განსხვავებული პოზიციების მიუხედავად მთავარზე ვთანხმდებით: ჩიხშია ქვეყანა, ჩვენი პასაუხისმგებლობაა გამოვიყვანოთ, შურისძიება არ არის ამის გზა, სააკაშვილი ვის მოწონს და ვის არა, ამის მიუხედვად არ უნდა იყოს შურისძიების ობიექტი, ოპოზიციამ მეტი უნდა ვქნათ, გვქონდეს მკაფიო გეგმა და მიზნები.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და ემოციურადაც და პრაქტიკულადაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის მოსმენა. არ ვაპირებ ეს მხოლოდ ერთი შეხვედრით შემოიფარგლოს. სხვა ჯგუფებსაც შევხვდებით და პროცესადაც ვაქცევთ ამას.
საბოლოო ჯამში თავისუფალი და განსხვავებული ადამიანების ინიციატივაზე დგას სახელმწიფო და არა მთავრობაზე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“
კომენტარები