დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამბობს:
“ერთი მხრივ, პრეზიდენტისგან გვესმის გზავნილი პოლარიზაციის დასრულებაზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ, კითხვის ნიშნების მიუხედავად, გვაქვს ინტერესი და მზაობა, დაიწყოს ლაპარაკი ამ თემაზე.
მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ასე შემდეგ. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით.
დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში. დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ფონზე გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე დარტყმა.
ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე – როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით. ოპოზიცია იქნება კოორდინირებული”.
კომენტარები