„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ე.წ. საერთო შერიგების იდეაზე საუბრისას, ამბობს:
„ვისაც ახლა ძალაუფლება აქვთ, მათი მხრიდან რაიმე სახის ნაბიჯის გადადგმის სურვილს ვერ ვხედავ. არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს პროცესი სიმულაციად და დეკორაციად არ გადაიქცევა. არავის არ ვესხმი თავს, თუმცა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ვიხილავთ ამას მალე. ოღონდ ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში არანაირ საფუძველს არ გვაძლევს იმისას, რომ ასე ვიფიქროთ. პირიქით – ეს ვითარება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის სასურველი ვითარებაა“
კომენტარები