პარტია „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, განაცხადა.
„კობახიძემ დღეს თავისი გადმოსახედიდან ოპოზიციის ნაწილს, ან სრულიად ოპოზიციასაც, უთხრა, რომ თუ ჭკვიანად მოიქცევით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით არ იქნება. კობახიძეს პირდაპირ შემიძლია ვუპასუხო, ის ადამიანები, ვინც ვთვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყნის წინსვლისათვის პოლიტიკაში და „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ვიბრძვით ხელისუფლების შესაცვლელად, პირდაპირ ვეუბნებით კობახიძეს, რომ იმ გაგებით რა გაგებითაც შენ მოუწოდე ოპოზიციას, რომ ჭკვიანად მოვიქცეთ და მაშინ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამ გაგებით ჭკვიანად არ მოვიქცევით.
ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის ერთადერთი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, როცა უარს იტყვის ვადამდელი არჩევნების იდეაზე, მაშინ მან უნდა აღიაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად”
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც “ქართულ ოცნებას” მეტ-ნაკლებად მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კობახიძის თქმით, ეს პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზეა დამოკიდებული.
კომენტარები