“ლელოს” წევრი, ფიქრია ჩიხრაძე, “ფორმულასთან” პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მიპტიჟებას ეხმაურება და ამბობს რომ “ლელოდან” მიღებაზე ორი ადამიანი იქნება წარმოდგენილი:
“მე და ანა ნაცვლიშვილი ვგეგმავთ მისვლას, ასე გადაწყდა, პარტიის სახელით. გამომდინარე იქედან, რომ თუკი პრეზიდენტს, რომელსაც საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირს, აქვს სურვილი შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაშინ მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ჩვენც, ჩვენი პოზიცია შევაგებოთ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი. ვნახოთ, რა იქნება. მეც და ანა ნაცვლიშვილიც წინა პრეზიდეეტთან ვმუშაობდით და პრეზიდენტს დიდი როლი შეუძლია ითამაშოს, თუკი მას აღმოაჩნდება დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი და შესაძლებლობა. დღეს მივალთ იქ და ჩვენ პოზიციას ვიტყვით.”
კომენტარები