ფოტო – როიტერსი
“როიტერსის” ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით ჯანდაცვის სისტემები კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებისა და ინფიცირების დონის ზრდის წინაშე დგანან.
„ეს დაღლილობაა. ხალხს ყელში ამოუვიდა არავაქცინირებულ პაციენტებთან ურთიერთობა. მართლა დავიღალეთ. გამოფიტული ვართ“, – განაცხადა აღმოსავლეთ საფრანგეთში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ანესთეზიოლოგმა, რუსანდრა დივანმა.
ელიზაბეტ გერტნერი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ კოლმარის საჯარო საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის სამსახურს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ყველაზე სერიოზული შემთხვევების დიდი უმრავლესობა, რომელთა მკურნალობა პანდემიის ბოლო ტალღის დროს მოუწიათ, არავაქცინირებულ პაციენტებზე მოდის.
„საავადმყოფოს პერსონალს შორის სიბრაზისა და იმედგაცრუების განცდა არსებობს“, – აღნიშნა მან.
ერიკ ტიბო, რომელიც ქალაქ კოლმარის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალის 10% ავადმყოფობის გამო შვებულებაშია გასული.
„უამრავი ადამიანი მიდის, ვინც გამოფიტულია, ვინც თავის ცხოვრებას ცვლის. მათ არ სურთ ის, რასთანაც საქმე ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდათ და რაც ბოლო დროს გაუარესდა“, – აღნიშნა მან.
კომენტარები