პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მივიდა და მედიასთან განაცხადა:
“თუ არსებობს ერთი შანსი მაინც, რომ ქვეყანა წავიყვანოთ ეროვნული თანხმობის მიმართულებით და შევამციროთ უმძიმესი დაპირისპირება – ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული. მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, იმ პირობებში, როდესაც არსებობენ დაპატიმრებულები და დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ეროვნული თანხმობა ვერ შედგება.
ჩემი მთავარი კითხვა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იქნება შემდეგი – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური დევნა და რისთვის არის პირადად ის მზად, როგორც საქართელოს პრზიდნეტი, რას გააკეთებს, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანა წავიდეს თანხმობის მიმართულებით?”
კომენტარები