გირჩის ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში, ეროვნული ბანკის დირექტორს მიმართა:
ბატონო კობა თქვენ აქ რაღაც გირჩის პრინციპით აჯგუფებთ კითხვებს, ხან ლიბერტარიანულის და ხან ვენის და ავსტრიული სკოლის და სხვადასხვა ასეთი დაჯგუფების მოყვარული ხართ… თქვენ აშკარად კომუნისტი ყოფილხართ. მხოლოდ კომუნისტი ახსნის ფასებს დანახარჯებით. აი, კომუნისტები ამბობდნენ, არ ვიცი, გაგიგიათ თუ არა ასეთი რამ, კომუნისტები ამბობენ — ასეთი თეორია არსებობს, რომ პროდუქტის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დანახარჯი აქვს. აი, ეს თქვით თქვენ. მე მგონი, სირცხვილი უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში კომუნისტი გვყავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად.
უმრავლესობას და ბატონ მამუკას მინდა მოგილოცოთ, რომ სრული, ამომწურავი, გასაგები, ადამიანურ ენაზე ჩამოყალიბებული პასუხები მიიღეთ და როდესაც ამომრჩეველი გკითხავთ, რატომ გაძვირდა ცხოვრება, გთხოვთ ბატონი კობას [გვენეტაძის] ახსნები ჩაურთოთ და უფალი იყოს თქვენი შემწე.”
კომენტარები